აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა და უთხრა, რომ ირანში ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები შეწყვიტოს.
„მე ვუთხარი, რომ ეს არ გააკეთოს და ის ამას არ გააკეთებს“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, სანაეტაკაიჩისთან შეხვედრისას.
ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ და ისრაელი „დამოუკიდებლები“ არიან, თუმცა „შესანიშნავად ურთიერთობენ“.
„ჩვენ შესანიშნავად ვუგებთ ერთმანეთს. ჩვენი ქმედებები კოორდინირებულია, მაგრამ ზოგჯერ ის რაღაცას გააკეთებს და თუ ეს არ მომეწონება, ჩვენ ამას აღარ ვაკეთებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
1tv.ge