აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკამ რუსეთის ნავთობზე ადრე მოხსნილი სანქციები, შესაძლოა, კვლავ შემოიღოს.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ირანთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის წყალობით, ჰორმუზის სრუტის გახსნა შესაძლებელი გახდა, რამაც ნავთობის მიწოდება აღადგინა და ფასის ვარდნა გამოიწვია.
„მალე ჩვენ ამის გაკეთებას [რუსულ ნავთობზე სანქციების დაწესებას] შევძლებთ, იმიტომ რომ ნავთობის მიწოდება აღდგა. ჩვენ სანქციები მოვხსენით იმიტომ, რომ ნავთობის მიწოდება არ შეგვეჩერებინა. შესაბამისად, ამის გაკეთება უახლოეს დროში შევძლებთ“, - განაცხადა ტრამპმა.