შვე­ი­ცა­რი­ის ცი­უ­რი­ხის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (ETH Zurich) “რბი­ლი რო­ბო­ტი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის“ მკვლევ­რებ­მა (ამირ­ჰო­სე­ინ კა­ზე­მი­პუ­რი, ჰეჰუი ჟენ­გი და რო­ბერტ კატცშ­მა­ნი) შექ­მნეს ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რო­ბო­ტი-ხელი, რო­მელ­საც სა­კუ­თარ თი­თებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა და ობი­ექ­ტებ­თან მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­უძ­ლია.

თა­ვი­სი გა­რეგ­ნო­ბი­თა და მოძ­რა­ო­ბის მა­ნე­რით ის სა­ოც­რად ჰგავს სა­კულ­ტო სე­რი­ა­ლი­სა და ფილ­მის - “ადამ­სე­ბის ოჯა­ხის“ (The Addams Family) ცნო­ბილ პერ­სო­ნაჟს, მოკ­ვე­თილ ხელს, სა­ხე­ლად “Thing“.

მეც­ნი­ე­რებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტუ­ლი, 5-თი­თი­ა­ნი რო­ბო­ტუ­ლი ხელი, რო­მელ­საც 20 მოძ­რა­ვი სახ­სა­რი აქვს. ხე­ლის ზურ­გზე და­ა­მონ­ტა­ჟეს მინი-კომ­პი­უ­ტე­რი, მოძ­რა­ო­ბის სენ­სო­რე­ბი (IMU) და ლი­თი­უმ-პო­ლი­მე­რუ­ლი ელე­მენ­ტი.

მთლი­ა­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბა იწო­ნის სულ რა­ღაც 818 გრამს და არ სა­ჭი­რო­ებს არა­ნა­ირ გა­რე­გან სა­დე­ნებს თუ კა­ბე­ლებს.

  • რა­ტომ იყო თი­თებ­ზე სი­ა­რუ­ლი რთუ­ლი ამო­ცა­ნა?

ჩვე­უ­ლებ­რივ ოთხფერ­ხა რო­ბო­ტებ­თან შე­და­რე­ბით, ადა­მი­ა­ნის ხე­ლის ფორ­მა სი­მეტ­რი­უ­ლი არ არის: თი­თე­ბი სხვა­დას­ხვა სიგ­რძი­სა და სის­ქი­საა. ცერა თითი გვერ­დი­თაა გა­წე­უ­ლი.

ამ ბა­ლან­სის და­სა­ჭე­რად მკვლევ­რებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი და მან­ქა­ნუ­რი სწავ­ლე­ბა. სი­მუ­ლა­ცი­ა­ში AI-მ მი­ლი­ო­ნო­ბით მცდე­ლო­ბის შე­დე­გად ის­წავ­ლა, თუ რო­გორ უნდა და­ა­ბა­ლან­სოს წონა ასი­მეტ­რი­ულ თი­თებ­ზე, ია­როს სხვა­დას­ხვა ზე­და­პირ­ზე (ბა­ლა­ხი, ხრე­ში, ფი­ლე­ბი) და წაქ­ცე­ვის შემ­თხვე­ვა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად წა­მოდ­გეს (ტეს­ტე­ბის 84%-ში მან წარ­მა­ტე­ბით შეძ­ლო ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა).

მთა­ვა­რი მიღ­წე­ვა ის არის, რომ თი­თე­ბი ორი­ვე ფუნ­ქცი­ას ითავ­სე­ბენ: რო­გორც ფე­ხე­ბი, ისე გა­და­აქვთ რო­ბო­ტის სხე­უ­ლი სივ­რცე­ში.

და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე მის­ვლის შემ­დეგ შე­უძ­ლი­ათ ღი­ლა­კებ­ზე და­ჭე­რა (მა­გა­ლი­თად, კომ­პი­უ­ტე­რის კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე ბეჭდ­ვა 90%-იანი სი­ზუს­ტით) ან ნივ­თე­ბის მი­წო­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბა.

შვე­ი­ცა­რი­ე­ლი მეც­ნი­ე­რებს სურთ რომ მო­მა­ვალ­ში რო­ბოტ­მა შეძ­ლოს ისეთ მი­უდ­გო­მელ ად­გი­ლებ­ში შეღ­წე­ვა, (მა­გა­ლი­თად, ნან­გრე­ვებ­ში, მი­ლებ­ში ან რთულ მე­ქა­ნიზ­მებ­ში), სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ შე­დი­ან. ხელი და­მო­უ­კი­დებ­ლად “მი­ხოხ­დე­ბა“ სა­ჭი­რო ად­გი­ლამ­დე, შე­ას­რუ­ლებს და­ვა­ლე­ბას (ჩარ­თავს ჩამ­რთველს, მო­ატ­რი­ა­ლებს ვენ­ტილს) და უკან დაბ­რუნ­დე­ბა.

წყარო: ambebi.ge