Swift-ის კოსმოსური ობსერვატორია, რომელიც თითქმის 22 წლის წინ იყო გაშვებული, სავარაუდოდ, 4 ნოემბერს შევა დედამიწის ატმოსფეროში. ამის შესახებ Nasa იტყობინება.
აშშ-ის კოსმოსური ძალების გამოთვლებით, დაახლოებით 1,5 ტონა წონის მოწყობილობის დაბრუნება ხვალ, თბილისის დროით დაახლოებით 12:30 საათზეა მოსალოდნელი. თუმცა, დრო შეიძლება მცირედით შეიცვალოს.
ორბიტის დახრილობის გამო, გადარჩენილი ფრაგმენტები შეიძლება მოხვდეს ზოლში 20,6 გრადუსს შორის ჩრდილოეთ და სამხრეთ განედის შორის.
„სვიფტი“ კოსმოსში 2004 წელს გაუშვეს გამა-გამოსხივების აფეთქებების (ძლიერი კოსმოსური აფეთქებების) შესასწავლად. მისი ძირითადი მისია ორ წელზე იყო დაგეგმილი, მაგრამ ობსერვატორიამ სამეცნიერო ოპერაციები ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში განაგრძო.