სტოკჰოლმში მომავალი წლიდან შესაძლოა, „მფრინავი“ ბორნები გამოჩნდეს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ბორანის პროტოტიპი ადგილობრივმა კომპანია Candela Technology-მ შეიმუშავა. ის 55 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს და ბორტზე ოცდაათ მგზავრს დაიტევს.

„მფრინავს“ უწოდებენ ბორნებს, როცა გარკვეული სიჩქარის განვითარების შემდეგ გემი წყლის ზედაპირიდან ზევით იწევა და ისე ჩანს, თითქოს, ის წყლის ზემოთ დაფრინავდეს. ამ ტიპის ნავის მთავარი უპირატესობა მცირე სიმძლავრით მაღალი სიჩქარის მიღწევაა.

შვედური „მფრინავი“ ბორნები ელექტროენერგიაზე მუშაობენ, რის შედეგადაც ტალღებს და ხმაურს არ ტოვებენ. ისინი, ჩვეულებრივ გემებთან შედარებით, 90%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ.

ახალმა შვედურმა ტრანსპორტმა ტესტირების პირველი ეტაპი უკვე გაიარა.

bpn.ge