ევროპული საავტომობილო კონცერნი Stellantis–ი, ბიზნეს–სტრატეგიის ცვლილებასთან დაკავშირებით, დაახლოებით 22 მილიარდი ევროს ჩამოწერას დააფიქსირებს, – ინფორმაცია კომპანიამ გაავრცელა.
ჩამოწერა, სავარაუდოდ, 2025 წლის მეორე ნახევრის ფინანსურ შედეგებში აისახება. ახალი სტრატეგია მაისში იქნება წარმოდგენილი. მოსალოდნელია, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნის შემცირების საპასუხოდ, მასში ნაკლები ყურადღება დაეთმობა ელექტრომობილებს და მეტი ყურადღება დაეთმობა ჰიბრიდებსა და შიდა წვის ძრავიან მანქანებს.