პორტუგალიაში, მთავრობის წინასწარი შეფასებით, ქარიშხალ „კრისტინას“ მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მინიმუმ 4 მილიარდი ევრო დასჭირდება, განუცხადა ეკონომიკის მინისტრმა მანუელ კასტრო ალმეიდამ ტელევიზია RTP-ს.

„ეს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი შოკი იქნება“, - თქვა მან და დასძინა, რომ შეფასება არ მოიცავს არაპირდაპირ ზიანს, როგორიცაა მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები.

მინისტრის თქმით, ზოგიერთ კომპანიას ქარხნების აღდგენა მოუწევს, რადგან მათი წარმოების ობიექტები მთლიანად განადგურდა.

მთავრობა დაზიანებული საწარმოების თანამშრომლების ხელფასების 80%-ს დაფარავს წარმოების აღდგენამდე, ხოლო კომპანიები მხოლოდ 20%-ს გადაიხდიან. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს მასობრივი გათავისუფლებების თავიდან აცილებას.

ქარიშხალი „კრისტინა“ პორტუგალიას 31 იანვარს დაატყდა თავს.

ვრცლად interfax - ზე