სპარსეთის ყურის ნავთობის გიგანტები იძულებულნი არიან კიდევ უფრო შეამცირონ წარმოება გადავსებული საცავების გამო, – ამის შესახებ ორშაბათს Bloomberg-მა განაცხადა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შემცირება დღეში 1.5 მილიონ ბარელამდე გაიზარდა (გასულ კვირას 0.5-0.8 მილიონი ბარელი იყო), ქუვეითში კი - 1.3 მილიონ ბარელამდე დღეში (ადრე 0.5 მილიონი ბარელი იყო). საუდის არაბეთმა და ერაყმა ერთად წარმოება მინიმუმ 5 მილიონი ბარელით შეამცირეს.
ალტერნატიული მიწოდების მარშრუტების პოვნის მცდელობის მიუხედავად, წარმოების შემცირება მთელ სპარსეთის ყურეში ვრცელდება.