ილონ მასკის აეროკოსმოსური კომპანია SpaceX ამერიკელი მილიარდერის კიდევ ერთ კომპანიაში - xAI-ში 2 მილიარდ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს, ამის შესახებ The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
SpaceX-ის ინვესტიცია xAI-ის მიერ გასულ თვეში გამოცხადებული 5 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსების რაუნდის ნაწილია.
მასკი ცდილობს თავისი კომპანიები გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის მხარდასაჭერად, რომელიც ცდილობს კონკურენცია გაუწიოს OpenAI-ს.
მიმდინარე წლის მარტში მან xAI თავის სოციალურ ქსელ X-თან გააერთიანა, რომლის ღირებულებაც გარიგების თანახმად 33 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, რამაც ხელოვნური ინტელექტის კომპანიას თავისი Grok ჩატბოტის მასშტაბის მნიშვნელოვნად გაფართოების შესაძლებლობა მისცა. WSJ-ის ცნობით, გაერთიანებული კომპანიის ღირებულება 113 მილიარდ დოლარს შეადგენს.