შვედეთმა სამომხმარებლო პროდუქტებში „მარადიულიქიმიკატების“ გამოყენება აკრძალა. ამ ქიმიკატებს შეიცავს თითქმის ყველაფერი რაც იყიდება – ტანსაცმელი, კოსმეტიკა, სამზარეულოს ჭურჭელი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. გადაწყვეტილება ძალაში 2028 წელს შევა.

პერ- და პოლიფტორალკილ ნაერთები (PFAS) 10 000-ზე მეტი სინთეზური ნივთიერების ჯგუფია, რომელთა ბუნებრივად დაშლას ათასობით წელი სჭირდება, რის გამოც მათ „მარადიულ ქიმიკატებს“ უწოდებენ. ორგანიზმში ასეთი ნაერთების დაგროვება ჯანმრთელობის სერიოზულ შედეგებთან არის დაკავშირებული, მათ შორის გარკვეული სახის კიბოს განვითარების რისკის ზრდასთან, ნაყოფიერების დაქვეითებასთან და იმუნური ფუნქციის დაქვეითებასთან.

ვრცლად euro-pulse – ზე