საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა 29.8%-მდე დაჩქარდა და
თვიურ ჭრილში რეკორდული დონე 792.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 20.4%-იანი ზრდის შემდეგ. საქონლის იმპორტი, ზომიერად, წლიურად 5.8%- ით გაიზარდა 1.7 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის 10.0%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, 2026 წლის ივლისში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 8.8%-ით შემცირდა და 910.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – ამის შესახებ ნათქვამია Galt & Taggart–ის კვირის მიმოხილვაში.

ჯამურად, 2026 წლის იანვარ-ივლისში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 8.5%-ით შემცირდა და 6.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 21.6%-ით გაიზარდა 4.7 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 2.4%-ით გაიზარდა და 10.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა – ნათქვამია კვირის მიმოხილვაში.