2025 წელს, ტურისტული შთაბეჭდილებების მსოფლიო ბაზრის(მოიცავს ტურებს, ექსკურსიებს და ღირსშესანიშნაობების მონახულებას) მოცულობამ 271 მილიარდ დოლარი შეადგინა და პროგნოზების თანახმად, 2029 წლისთვის 342 მილიარდ დოლარს მიაღწევს, – ამის შესახებ ნათქვამია კომპანიების, Arival–ის და Phocuswright–ის ანგარიშში The Outlook for Travel Experiences 2019-2029.

კვლევამ, რომელიც ტუროპერატორების მონაცემებს, გლობალურ მოგზაურთა გამოკითხვებს და ეკონომიკურ ინდიკატორებს ეფუძნება, აჩვენა, რომ ტურისტული შთაბეჭდილებების სექტორი არა მხოლოდ სრულად გამოჯანმრთელდა პანდემიისგან, არამედ ამჟამად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ტურიზმის სხვა ძირითადი სეგმენტები.

ანალიტიკოსების შეფასებით, სექტორის მოცულობა სამ წელიწადში 340 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს, რაც 2023 წლიდან 2029 წლამდე 8%-იან წლიურ ზრდის ტემპს (CAGR) წარმოადგენს. შედარებისთვის, ტურიზმის ინდუსტრიის საერთო ზრდა 5%-ით არის მოსალოდნელი.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე