აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მან შეაჩერა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში, მათ შორის პაკისტანსა და ინდოეთს, ირანსა და ისრაელს, რუსეთსა და უკრაინას შორის.

ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში მთლიანად აღადგინა ამერიკული სამხედრო ძალები, მათ შორის ახალი და მრავალი მოდერნიზებული ბირთვული იარაღი.

„მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში პაკისტანსა და ინდოეთს, ირანსა და ისრაელს, რუსეთსა და უკრაინას შორის. ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანაა. ჩემი პირველი ვადის განმავლობაში მთლიანად აღვადგინე მისი სამხედრო ძალები, მათ შორის ახალი და მრავალი განახლებული ბირთვული იარაღი. ასევე დავამატე კოსმოსური ძალები და ახლა ვაგრძელებთ ჩვენი სამხედრო ძალების აღდგენას ისეთ დონეზე, რომელიც აქამდე არავის უნახავს. ჩვენ ვამატებთ საბრძოლო ხომალდებსაც კი, რომლებიც 100-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ის ხომალდები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ზღვებში მოძრაობდნენ - აიოვა, მისური, ალაბამა და სხვა. მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში პაკისტანსა და ინდოეთს, ირანსა და ისრაელს, რუსეთსა და უკრაინას შორის. ახალი START-ის (ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ცუდად მოლაპარაკებული შეთანხმება, რომელიც, ყველაფრის გარდა, უხეშად ირღვევა) გახანგრძლივების ნაცვლად, ჩვენ უნდა დავავალოთ ჩვენს ბირთვულ ექსპერტებს იმუშაონ ახალ, გაუმჯობესებულ და მოდერნიზებული ხელშეკრულებაზე, რომელიც დიდხანს გაგრძელდება“, - აცხადებს ტრამპი.

Ipn.ge