1 იანვრიდან საფრანგეთში აღარაა ხელმისაწვდომი ტუში, ტონალური კრემი, სალაშქრო ჩექმები და წყალგაუმტარი ტანსაცმელი, რომლებიც შეიცავენ ე.წ. „მარადიულ დამაბინძურებლებს“ (PFAS).
„მარადიული დამაბინძურებლები“ დაახლოებით 10 ათასი სახის ქიმიკატია, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მრავალფეროვანი საქონლის წარმოებაში. მათ დაშლას ათასობით წელი სჭირდება. ეს ქიმიკატები 1940-იანი წლებიდან გამოიყენება და ამჟამად მათი პოვნა დედამიწაზე თითქმის ყველგანაა შესაძლებელი, ევერესტის მწვერვალიდან დაწყებული, ახალი ზელანდიის სანაპიროსთან ღრმა ზღვის დელფინებისა და ვეშაპების ორგანიზმებით დამთავრებული. ადამიანებში ისინი იწვევენ სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა კიბო და ენდოკრინული და იმუნური სისტემების პრობლემებს.
ახლა საფრანგეთში „მარადიული დამაბინძურებლების“ შემცველი ათობით პროდუქტის გაყიდვა აკრძალულია. ეს ნივთიერებები ყველაზე ხშირად გვხვდება დეკორატიულ კოსმეტიკაში, რომელიც არ ირეცხება წყლით ან ცრემლებით - ხანგრძლივი მოქმედების ტონალურ კრემებში, ტუშში, პომადაში, თვალის ლაინერსა და დაბერების საწინააღმდეგო კრემებში. გარდა ამისა, „მარადიული დამაბინძურებლები“ გამოიყენება, მათ შორის წყალგაუმტარ ტანსაცმელში, სალაშქრო ფეხსაცმელში, საკვების შესაფუთ ზოგიერთ სახეობასა და სათხილამურო ცვილში.
საფრანგეთში 2026 წლის 1 იანვრამდე იმპორტირებული საქონლის გაყიდვა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ 12 თვის განმავლობაში.
2030 წლისთვის ქვეყანა გეგმავს აკრძალოს ყველა ტექსტილი, რომელიც შეიცავს „მარადიულ დამაბინძურებლებს“, რომლებიც გამოიყენება ავეჯისა და მანქანის სავარძლების დასამზადებლად.