საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას მხარი დაუჭირა და ახალი კანონპროექტი დაამტკიცა.

ეროვნულ ასამბლეაში კანონპროექტი ორშაბათს წარადგინეს და მას 116-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, ასამბლეამ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ონლაინ ბულინგისა და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მზარდი რისკებისგან გამომდინარე შეშფოთებიდან მიიღო.