საბერძნეთის კუნძულ სალამინის მცხოვრებლები იძულებულნი გახდნენ, სპეციალური საგზაო ნიშნები დაემონტაჟებინათ, რათა უსახლკარო კატები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მძღოლებისგან დაიცვან – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
სალამინი ათენის მახლობლად მდებარეობს და მატერიკთან დაკავშირებულია ბორნით, რომლითაც მძღოლები კუნძულზე ხვდებიან. მათი მარშრუტი პატარა სოფლებში გადის, სადაც ქუჩებში ბევრი კატა ცხოვრობს - ადგილობრივები კატებს კვებავენ და მათზე ზრუნავენ.
ახლა, ვიზიტორებისთვის პოპულარულ გზებზე, არის კატების გამოსახულებით ნიშნები და გაფრთხილება, რომ აქ შესაძლოა კატები გადადიოდნენ.
ასე სურს სალამინს დაუცველი ცხოველების დაცვა – ნიშნის დანახვისას მძღოლები შეანელებენ სიჩქარეს და მეტ ყურადღებას მიაქცევენ ქუჩაში მიმდინარე მოვლენებს.