ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair მაროკოს დედაქალაქ რაბატში საკუთარ წარმომადგენლობას მნიშვნელოვნად აფართოებს. ჩრდილოეთ აფრიკის ეს ტურისტული მიმართულება ბოლო წლებში განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს, რის გამოც ხელმისაწვდომ ავიაბილეთებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.

2026 წლის აპრილიდან Ryanair რაბატის აეროპორტში ახალ ბაზას გახსნის, სადაც ორი მუდმივი საჰაერო ხომალდი განთავსდება.

2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის რაბატის მიმართულებით ჯამში 20 მარშრუტი იმოქმედებს, რომელთაგან 7 სრულიად ახალია.

ახალი ბაზის გახსნა რაბატში მგზავრთნაკადს 45%-ით გაზრდის.

რომელი ქალაქებიდან შესრულდება ახალი რეისები?

2026 წლის ზაფხულიდან რაბატი ევროპის შემდეგ მსხვილ ქალაქებს დაუკავშირდება:

  • მილანი (ბერგამო), იტალია;

  • ბადენ-ბადენი, გერმანია;

  • ფრანკფურტი (ჰანი), გერმანია;

  • ნიურნბერგი, გერმანია;

  • პორტუ, პორტუგალია;

  • პიზა, იტალია;

  • ვალენსია, ესპანეთი.

Ryanair-ის გენერალურმა დირექტორმა, ედი უილსონმა აღნიშნა, რომ ავიაკომპანია გააგრძელებს ქსელის განვითარებას მაროკოში, განსაკუთრებით 2030 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მოლოდინში, რომელსაც მაროკო ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად უმასპინძლებს.

2026 წელს ავიაკომპანია მაროკოს მასშტაბით სულ 13 აეროპორტში (მათ შორის მარაქეშში, აგადირში, ფესსა და სხვა ქალაქებში) რეკორდული რაოდენობის რეისებს განახორციელებს.

წყარო: avianews