Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი(CEO), მაიკლ ო’ლირი, 100 მილიონი ევროს ბონუსის მიღების უფლებას სულ რამდენიმე დღეში მიიღებს, რადგან ბიუჯეტური ავიაკომპანიის აქციების ფასი რეკორდულად მაღალ ნიშნულზე რჩება. 

Ryanair-ის აქციების ფასი 21 ევროს ან მეტს უნდა უტოლდებოდეს ზედიზედ მინიმუმ 28 დღის განმავლობაში, რათა ო’ლირის ჰქონდეს თანხის მიღების შანსი. ორშაბათს დილით Ryanair-ის აქციების ფასი 23.8 ევრო იყო.

აქციები 2 მაისიდან, ანუ ორშაბათის მდგომარეობით, 25 დღის განმავლობაში 21 ევროზე მეტი ფასდაკლებით ივაჭრებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 28-დღიანი მინიმუმის მიღწევა კვირის ბოლომდეა შესაძლებელი.

ვრცლად euronews–ზე