აპრილში jobs.ge-ზე 6 577 ვაკანსია გამოქვეყნდა, - ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერი ავრცელებს.
PMCG-ის ინფორმაციით, ეს რაოდენობა 2025 წლის მარტში გამოქვეყნებულ ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით, 6.7%-ით მეტია, თუმცა 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.6%-ით ნაკლებია.
2025 წლის თებერვლიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდს, სულ 18,331 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.0%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ყველაზე დიდი, 21.8%- იანი კლება დაფიქსირდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში, რომელსაც ვაკანსიების საერთო რაოდენობის კლებაზე ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა აღნიშნულ პერიოდში.
Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით (2025 წლის თებერვლიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით):
- 3,754 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.0%-ით ნაკლებია.
- 709 ვაკანსია გამოქვეყნდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.5%-ით ნაკლებია.
- 4,449 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.3%-ით ნაკლებია.