დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair პოლონეთიდან მაროკოში ახალ რეისებს იწყებს: ახლა შესაძლებელი იქნება ფრენა კრაკოვიდან რაბატში, ვროცლავიდან მარაქეშში და გდანსკიდან აგადირში. ამ სამი მიმართულებით ფრენები 2026 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება.

კრაკოვიდან რაბატის მიმართულებით რეისები კვირაში ორჯერ - სამშაბათობით და შაბათობით შესრულდება. ეს მარშრუტი პოლონეთიდან რაბატის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისები იქნება.

ვროცლავიდან მარაქეშის მიმართულებით რეისები პარასკევს და კვირას შესრულდება.

აგადირის მიმართულებით რეისები ოთხშაბათობით და შაბათობით არის დაგეგმილი.

ვრცლად 34travel.me – ზე