დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Ryanair-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიაში ყოფნის შემცირების განზრახვა: გადამზიდავი 10%-ით შეამცირებს რეისების რაოდენობას და ბერლინში ბაზას დახურავს.

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად კომპანია ასახელებს გერმანიაში აეროპორტის მაღალ მოსაკრებელს და საჰაერო გადაყვანაზე გადასახადს.

ბერლინის ბაზის დახურვა 24 ოქტომბერს არის დაგეგმილი - ამჟამად აეროპორტში მუდმივად განთავსებულია  დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შვიდი თვითმფრინავი. გერმანიის დედაქალაქის აეროპორტში Ryanair-ის ტევადობა 50%-ით შემცირდება, რაც განრიგში მგზავრებისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობას 700 000-ით შეამცირებს.

ავიაკომპანია ასევე გააუქმებს 12 მარშრუტს საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ესტონეთისა და ლიეტუვის მიმართულებით.

ვრცლად 34travel.me – ზე