„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს საკითხზე მოკლედ იმსჯელეს.

„არსებითად, მათი პოზიცია კვლავ უცვლელია: ქვეყანაში შეინიშნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური უკუსვლა, თუმცა არსებობს გარკვეული ინტერესი პოლიტიკურ დონეზე ქვემოთ ისეთ საკითხებზე თანამშრომლობის მიმართ, როგორიცაა დაკავშირებადობა“, - წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, მინისტრების უფრო ვრცელი დისკუსია იანვარშია მოსალოდნელი.

ipn.ge