ივნისში, ალგოის ალპებში, ჰოხვოგელის მთიდან დაახლოებით 2000 კუბური მეტრი კლდე ჩამოიშალა. ახლა მკვლევრები კიდევ ერთი მასშტაბური ჩამონგრევის შესაძლებლობის შესახებ აფრთხილებენ, რის შედეგადაც ფერდობზე 400 000 კუბურ მეტრამდე კლდე შეიძლება ჩამოიშალოს.

არსებობს თავად მწვერვალის განადგურების რისკი: მე-19 საუკუნეში გაჩენილი ბზარი სტაბილურად ფართოვდება. არსებული მონაცემებით, მისი სიგანე ოდესღაც ადამიანის მხარის სიგანეს შეედრებოდა, მაგრამ ახლა ის რამდენიმე მეტრს აღწევს.

მეცნიერები ამ სახიფათო ტერიტორიას თორმეტი წლის განმავლობაში აკვირდებიან: გაზაფხულზე, საზომი ინსტრუმენტებით კვირაში ხუთ მილიმეტრამდე გადაადგილების სიჩქარე დაფიქსირდა. გეოლოგიური თვალსაზრისით, ეს უკიდურესად მაღალი მაჩვენებელია: ალპები, როგორც წესი, წელიწადში საშუალოდ დაახლოებით 1.8 მილიმეტრით გადაადგილდებიან. ადრეული გაფრთხილების სისტემის ჩვენებებმა მკვლევრებს განგაშის ატეხისკენ უბიძგა.

ჰოხვოგელი

ჰოხვოგელის მთა გერმანიასა და ავსტრიის ტიროლის რეგიონს შორის საზღვარზე მდებარეობს. ის ალგოის ალპების ნაწილია და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 2592 მეტრს აღწევს. ავსტრიის მხრიდან მწვერვალზე ასასვლელი უკვე გარკვეული პერიოდია დაკეტილია მთამსვლელებისთვის, თუმცა გერმანული მხრიდან ასვლა კვლავ ღიაა.

ვრცლად euronews – ზე