40 000 ტონა რუსული დიზელით დატვირთული ტანკერი ნიუ-იორკისკენ გაემგზავრა. Reuters-ის ცნობით, გემი, რომელიც მალტის დროშით მცურავს, საწვავს აშშ-ში 7 ნოემბერს ჩაიტანს.

ეს რუსეთსა და აშშ-ს შორის დიზელის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ხდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი თავდაპირველად 300 000 ტონა დიზელს გაიტანდა ექსპორტზე, რასაც ნოემბერში დამატებით 500 000 ტონა და შემდეგ კიდევ 1 მილიონი ტონა უნდა მოჰყოლოდა.

შეთანხმება აშშ-ში საწვავის ფასების შემცირებას ისახავს მიზნად. რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, ქვეყანას წლის ბოლომდე დიზელის ექსპორტის თვეში 3–3,5 მილიონ ტონამდე გაზრდა შეეძლება.