გამოცემა Moscow Times-ის ინფორმაციით, რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევითმა ცენტრმა, ВЦИОМ-მა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისადმი „ღია“ ნდობის შესახებ მონაცემების გამოქვეყნება შეწყვიტა მას შემდეგ, რაც მის მიმართ ნდობა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

გამოცემის მიხედვით, პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელი, რომელიც „ღია გამოკითხვის“ მეთოდით დგინდებოდა, აპრილის დასაწყისში 29.5%-მდე დაეცა, რაც ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.

ღია გამოკითხვის ფარგლებში რესპონდენტებს სანდო პოლიტიკოსების ჩამოთვლას სთხოვდნენ ისე, რომ წინასწარ ვლადიმირ პუტინს არ ახსენებდნენ.