ოქროსა და ვერცხლის ფასები სამშაბათს მკვეთრად შემცირდა და ბოლო თვეების ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
ანალიტიკოსები ფასების ვარდნას ირანის კონფლიქტის გარშემო არსებულ გაურკვევლობასა და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის მოლოდინს უკავშირებენ.
გუშინ ვერცხლის ფასი 4%-ზე მეტით შემცირდა და უნციაზე $65.78 შეადგინა. დღის განმავლობაში ფასი ერთ მომენტში $64.46-მდეც დაეცა. ოქრო კი დაახლოებით 2%-ით გაიაფდა და უნციაზე $4,292-ის ფარგლებში ივაჭრებოდა, ხოლო დღის მინიმუმმა $4,259.90 შეადგინა.
ჯამში, ვერცხლმა თვის დასაწყისიდან ღირებულების 13%-ზე მეტი დაკარგა, ხოლო ოქრო დაახლოებით 6%-ით გაუფასურდა.