რუსეთის ხელისუფლება 2026 წელს ქვეყნის მშპ-ს ზრდას მხოლოდ 0.4%-მდე ვარაუდობს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა გაზეთ „ვედომოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც სამშაბათს, 12 მაისს, გამოქვეყნდა.

ამ მონაცემების მიხედვით, რუსეთის მშპ-ს ზრდა, სავარაუდოდ, 2027 წელს 1.4%-მდე, ხოლო 2029 წელს 2.4%-მდე იქნება.

როგორც „ინტერფაქსი“ იუწყება, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინა ოფიციალური პროგნოზი, რომელიც 2025 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა, მშპ-ს ზრდას 2026 წელს 1.3%-ით, 2027 წელს 2.8%-ით და 2028 წელს 2.5%-ით პროგნოზირებდა.