მოგზაურობის აპლიკაცია Polarsteps-მა გამოაქვეყნა Summer Heat Escape Index–ი, რომელიც მოიცავს გრილი ზაფხულის კლიმატის მქონე ევროპული ქვეყნების რეიტინგს. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო აგვისტოში დღის და ღამის საშუალო ტემპერატურა, ზღვის წყლის ტემპერატურა, ტყის საფარი, მოსახლეობის სიმჭიდროვე და კემპინგის შესაძლებლობები. სიაში სულ 25 ქვეყანა მოხვდა.

რეიტინგში პირველი სამი ადგილი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა - ისლანდიამ, ფინეთმა და ნორვეგიამ დაიკავეს. აქ აღნიშნეს შედარებით დაბალი მოსახლეობის სიმჭიდროვე, თვალწარმტაცი ბუნება და კარგად განვითარებული მარშრუტებით კემპინგისთვის.

გარდა ამისა, ტოპ 10-ში შევიდნენ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა, რომლებმაც შესაბამისად მე-5, მე-6 და მე-7 ადგილები დაიკავეს.

Summer Heat Escape Index–ის მიხედვით, ზაფხულის გრილი დასვენებისთვის ტოპ 10 მიმართულება:

1 / ისლანდია
2 / ფინეთი
3 / ნორვეგია
4 / შვედეთი
5 / ესტონეთი
6 / ლატვია
7 / ლიეტუვა
8 / შვეიცარია
9 / ირლანდია
10 / გაერთიანებული სამეფო

წყარო: 34travel.me