გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ ახალი სეზონისთვის მზადებას პირველ ივლისს დაიწყებს, მწვრთნელი რუი ბოხერსი შეკრებაზე 27 ფეხბურთელს წაიყვანს, მაგრამ იქნება თუ არა გუნდში ქართველი ლეგიონერი ჯერ უცნობია, – ამის შესახებ პორტუგალიური Sporting Scope წერს.

გამოცემა „ლეონინო“ კი ამტკიცებს, რომ „სპორტინგს“ 5.5 მილიონად დამატებული გიორგი ქოჩორაშვილის გაყიდვა სურს, რათა ტრანსფერში დახარჯული თანხის ნაწილი მაინც დაიბრუნოს. ამიტომ, ვიგოს „სელტასგან“ კონკრეტულ შეთავაზებას ელის, გავრცელებული ინფორმაციით, „სელტას“  გამოსყიდვის ოფციით, იჯარა სურს“.

ვიგოს „სელტას“ ინტერესის მიუხედავად, ჯერ გუნდს ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია. ამის გამო, გიორგი ქოჩორაშვილის საკითხი გაურკვეველი რჩება.

25 წლის ქართველი ფეხბურთელის პრიორიტეტი ესპანურ ფეხბურთში დაბრუნებაა, სადაც „ლევანტეში“ ყოფნის დროს კარგი სეზონი ჩაატარა.

წყარო: პირველი არხი