სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს თქმით, სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ნებისმიერ სანქციას დაბლოკავს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს.

"თუ სანქცია ზიანს მოგვაყენებს, მე მას არასოდეს დავუჭერ მხარს". - განაცხადა ფიცომ პრესკონფერენციაზე.

პრემიერმინისტრის განცხადებას წინ უძღოდა სლოვაკეთის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც მთავრობის წევრებს ავალდებულებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსა და სავაჭრო შეზღუდვებს ხმა არ მისცენ.

ფიცოს თქმით, ის ვერ დაუჭერს მხარს ისეთ ნაბიჯს, რომელიც სლოვაკეთის ბირთვული ელექტროსადგურებისთვის რუსული საწვავის იმპორტს შეაჩერებს.

"დაინტერესბული ვარ, ვიყო კონსტრუქციული მოთამაშე ევროკავშირში, მაგრამ არა სლოვაკეთის ხარჯზე". - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა.

tabula.ge