აქცია გენერალურ პროკურატურასთან - საგამოძიებო უწყებასთან ის მოქალაქეები მივიდნენ, რომლებმაც ფული გადაიხადეს, ბინას ელოდნენ, მაგრამ მოტყუებულები დარჩნენ. აქციის მონაწილეებმა პროკურატურას მოსთხოვეს, ბრალი წაუყენოს სამშნებელო კომპანიიის ხელმძღვანელს. დაზარალებულია 160 ოჯახი.
გლდანში კორპუსი დავით ცხვირაშვილს უნდა აეშენებინა. ის ახლა დაკავებულია, მაგრამ სულ სხვა საქმეზე.
"დავით ცხვირაშვილი 1 წელია, რაც დაკავებულია სხვა დასხვა ეპიზოდებზე. გოთუას ქუჩაზე და დიღომზე. ჩვენმა ექსპერტიზის დაკსვნამ დააგვიანა. ახლა ორი თვეა და ბრალი არ აქვს წაყენებული ჯერ კიდევ. ყოველი გადადებული თვე ჩვენთვის არის დიდი პრობლემა. ეს არის ზედმეტად გადახდილი ბინის ირები, ზედმეტი ვალი. ამ ადამიანმა თაღლითურად გაყიდა ბინები. ერთ ბინაზე ორი მფლობელია. გაყიდა საზაფხულო ფართები საცოხვრებელ ფართებად. ჩვენ ვითხოვთ ახლა პროკურატურისგან პასუხს, როდის წაეყენება ბრალი დავით ცხვირაშვილს გლდანის ეპიზოდზე," - ამბობს აქციის მონაწილე.
წყარო: tv pirveli