რუსული მედიების ცნობით, რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსკომნადზორი) Telegram-ზე წვდომას ზღუდავს.
როსკომნადზორში თქვეს, რომ Telegram-ის წინააღმდეგ შეზღუდვებს „რუსული კანონმდებლობის დაცვისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“ აწესებენ.
მედიების ინფორმაციით, რუს Telegram-ის მომხმარებლებს წვდომასთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ კიდევ 9 თებერვალს დაეწყოთ. მსგავსი ხარვეზები ასევე დაფიქსირდა 2026 წლის იანვარში და 2025 წლის დეკემბრის ბოლოს. საჩივრების უმეტესობა ეხება ფოტოების და ვიდეოების ნელა ჩატვირთვასა და შეტყობინებების გაგზავნის დაგვიანებას.