ევროპაში ფრენების დაგვიანება კვლავ აქტუალური პრობლემაა. დაგვიანებული რეისების რაოდენობით ლისაბონი, ციურიხი და ნიცა ლიდერობენ. ამასთან, 2025 წელს ლისაბონი ერთ-ერთი ქალაქი იყო, სადაც რეისების ჩაფრენა ყველაზე დიდი დაგვიანებით დასრულდა. პორტუგალიის დედაქალაქის აეროპორტმა გასულ წელს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გრაფიკის დარღვევა განიცადა.
დროულად გაფრენილი თვითმფრინავების წილი 49%-მდე შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო არა მხოლოდ ევროპის 20 ყველაზე დატვირთულ აეროპორტს შორის, არამედ მთელ კონტინენტზე.
Eurocontrol–ის ჯგუფის მონაცემებით, ლისაბონში შეფერხებები მთელი რიგი მიზეზების ბრალია, დაწყებული ცუდი ამინდიდან და დამთავრებული პერსონალის დეფიციტით. თუმცა, ევროპის ბევრი სხვა აეროპორტი ამ პრობლემებს უკეთ უმკლავდება. მაგალითად, ნორვეგიის ქალაქები ბერგენი და ოსლო, შვედეთის ქალაქი სტოკჰოლმი, დანიის ქალაქი კოპენჰაგენი და გერმანიის ქალაქი ლაიფციგი ლიდერობენ დროულად გაფრენილი რეისების რაოდენობით, მათი პუნქტუალურობის მაჩვენებელი 80%-ს აჭარბებს.