ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდეგი რაუნდის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ მიიღოს, - ამის შესახებ Politico ხუთშაბათს, წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

„რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით ვერდიქტს, ის დღესასწაულებამდე არ არის მოსალოდნელი“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემის წყაროს ცნობით, „ეს ამჟამად პრიორიტეტული არ არის“. Politico-ს კიდევ ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ მათი ინფორმაციით, ევროკომისია ახალი პაკეტის იდეების განხილვას იანვარში დაიწყებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით „არაფორმალური დისკუსიები“ მიმდინარეობს, თუმცა ეს „სტანდარტული, რუტინული სამუშაოა“. „ჯერჯერობით, ვერაფერმა მიაღწია ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დონეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვრცლად interfax – ზე