ამერიკული საინვესტიციო კომპანია Blackstone ახლოსაა Centerbridge Partners-ისგან ელექტროქსელის კომპონენტების მიმწოდებელი MacLean Power Systems-ის  შეძენასთან, – იუწყება Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

წყაროების თქმით, გარიგების შესახებ შესაძლოა მომავალ კვირას გამოცხადდეს და შეფასებამ მის ფარგლებში 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, Blackstone-მა MacLean-ის შესყიდვის სხვა მყიდველებს, მათ შორის შვედურ-შვეიცარიულ ABB-ს, აჯობა, რომელმაც უარი თქვა ფასის გაზრდაზე.

Centerbridge-მა MacLean-ის აქციების საკონტროლო პაკეტი 2022 წელს შეიძინა დაუსახელებელი თანხის სანაცვლოდ.

წყარო: interfax