„რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების აქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა.
„ხელმოწერის ცერემონია დასრულებულია. ვიზების ლიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ახალი კანონი დეკემბრის შუა რიცხვებში ამოქმედდება“, - დაწერა იოზვიაკმა და „ტვიტს“ საქართველოს დროშა დაურთო.