რუსული „ლუკოილი“ თავისი საერთაშორისო აქტივების ამერიკულ ბანკ Xtellus Partners-ზე გაყიდვისკენ იხრება, იტყობინება „როიტერი“ ორ წყაროზე დაყრდნობით.
ათეული სხვა მყიდველისგან განსხვავებით, Xtellus-მა კომპანიას უნაღდო ტრანზაქცია შესთავაზა - ბანკს სურს ამერიკელი ინვესტორების მიერ ფლობილი „ლუკოილის“ ფასიანი ქაღალდების კომპანიის საერთაშორისო აქტივებზე გაცვლა.