ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ას­ტრო­ნო­მებ­მა ვარ­სკვლავთშო­რი­სი ობი­ექ­ტი - 3I/ATLAS-ის ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რენტგე­ნუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მი­ი­ღეს. აღ­მოჩ­ნდა რომ კო­მე­ტა რენტგე­ნულ დი­ა­პა­ზონ­ში ნა­თე­ბას გა­მო­ყოფს, რო­მე­ლიც კოს­მოს­ში 250 000 მი­ლის მან­ძილ­ზე ვრცელ­დე­ბა.

დაკ­ვირ­ვე­ბა ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს (ESA), ია­პო­ნი­ის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო JAXA-სა და NASA-ს პარტნი­ო­რო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, კო­მე­ტე­ბი ხი­ლულ სი­ნათ­ლე­ში მა­შინ ანა­თე­ბენ, რო­დე­საც მზის სხი­ვე­ბი მათ ყი­ნუ­ლო­ვან ბირ­თვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მტვრის ნა­წი­ლა­კებ­სა და გაზ­ზე აი­რეკ­ლე­ბა, რენტგე­ნუ­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბა კი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ სუ­რათს გვიჩ­ვე­ნებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში კოს­მოს­ში მზი­დან წა­მო­სუ­ლი სწრა­ფად მოძ­რა­ვი და­მუხ­ტუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი, ე.წ. მზის ქარი, კო­მე­ტის ირ­გვლივ არ­სე­ბულ გა­ზო­ვან ღრუ­ბელ­თან ურ­თი­ერთქმე­დე­ბი­სას რენტგე­ნულ გა­მოს­ხი­ვე­ბას წარ­მოქ­მნი­ან. აღ­ნიშ­ნულ გა­მოს­ხი­ვე­ბას ოპ­ტი­კუ­რი ტე­ლეს­კო­პე­ბი ვერ ამ­ჩნევს, მაგ­რამ ფიქ­სირ­დე­ბა რენტგე­ნულ დი­ა­პა­ზონ­ში დაკ­ვირ­ვე­ბის დროს.

3I/ATLAS-ის პირ­ვე­ლი რენტგე­ნუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა 26–28 ნო­ემ­ბერს XRISM-ის რენტგე­ნულ­მა ტე­ლეს­კოპ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. უკვე 3 დე­კემ­ბერს, ESA-ს XMM-Newton-ის რენტგე­ნულ­მა ობ­სერ­ვა­ტო­რი­ამ 3I/ATLAS და­ახ­ლო­ე­ბით 20 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ის­წავ­ლა, რის დრო­საც კო­მე­ტა­ზე მკა­ფი­ოდ გა­მოჩ­ნდა რენტგე­ნუ­ლი ნა­თე­ბა (წით­ლად), რო­მე­ლიც უფრო სუს­ტი გრა­დი­ენ­ტე­ბით იყო გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი.

ESA-ს გან­ცხა­დე­ბით, ეს ნიშ­ნე­ბი იმ რე­გი­ო­ნებ­ზე მი­უ­თი­თებს, სა­დაც მზის ქარი კო­მე­ტი­დან გა­მო­მა­ვალ აირ­თან ურ­თი­ერთქმე­დებს.

“რენტგე­ნუ­ლი, ოპ­ტი­კუ­რი, ინფრა­წი­თე­ლი და რა­დიო დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი ერ­თობ­ლი­ვად ახალ წარ­მოდ­გე­ნას გვაძ­ლევს 3I/ATLAS-ის შე­სა­ხებ და გვეხ­მა­რე­ბა უკე­თე­სად ჩავ­წვდეთ მისი მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ას, მაშ შო­რის ჩვე­ნი მზის სის­ტე­მა­ში“ ,- აცხა­დე­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი.

  • კო­მე­ტა 3I/ATLAS ჩვე­ნი მზის სის­ტე­მის გა­რეთ წარ­მო­იშ­ვა. იგი მზის სის­ტე­მა­ში შე­მოჭ­რი­ლი მე­სა­მე ვარ­სკვლავთშო­რი­სი ობი­ექ­ტია, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ო­ბამ და­ა­ფიქ­სი­რა.

კოს­მო­სურ­მა სხე­ულ­მა დე­და­მი­წას 19 დე­კემ­ბერს 167 მი­ლი­ო­ნი მი­ლის (270 მი­ლი­ო­ნი კი­ლო­მეტ­რის) რა­დი­უს­ში ჩა­უ­ა­რა, თუმ­ცა, რო­გორც მკვლევ­რე­ბი აცხა­დებ­დნენ, ის მზის მე­ო­რე მხა­რეს ჩა­ივ­ლი­და და ჩვე­ნი პლა­ნე­ტის­თვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენ­და.

www.ambebi.ge

წყა­რო