პორტუგალია პალესტინის სახელმწიფოს 21 სექტემბერს აღიარებს.

როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის დაწყებამდე მოხდება.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს… აღიარების ოფიციალური დეკლარაცია კვირას, 21 სექტემბერს გაკეთდება“, – ნათქვამია დიპლომატიური უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მოსალოდნელია, რომ პორტუგალიის მსგავსად, პალესტინის სახელმწიფო კიდევ 10-მდე ქვეყანამ აღიაროს.