რუსული საბრძოლო თვითმფრინავების გამო, ესტონეთი ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას მოითხოვს. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს დილით სამი რუსული „მიგ-31“ საბრძოლო თვითმფრინავი შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში.
ნატო-ს საბრძოლო თვითმფრინავებმა უპასუხეს და რუსული თვითმფრინავები იძულებული იყვნენ
გაქცეულიყვნენ.
მსგავსი დარღვევები სრულიად მიუღებელია. ესტონეთის მთავრობამ ნატო-ს მე-4 მუხლის კონსულტაციების მოთხოვნა გადაწყვიტა“, - წერს კრისტენ მიხალი.