იტალიურმა საბურავების მწარმოებელმა კომპანია Pirelli–მ, „შედეგების შემსუბუქების გეგმის“ დაწყება გამოაცხადა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს შეზღუდოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის გავლენა.

გეგმა მოიცავს ფასების ზრდას, ხარჯების დამატებით შემცირებას, ასევე ლოგისტიკური ნაკადების გადახედვას და კრიტიკული ნედლეულის სარეზერვო მარაგების დროებით ზრდას წარმოების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.

„ახლო აღმოსავლეთის კრიზისის განვითარება მისი ხანგრძლივობისა და პოტენციური ზემოქმედების თვალსაზრისით გაურკვეველი რჩება. რეგიონში დაძაბულობა მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს ენერგეტიკულ ბაზრებსა და ნედლეულზე, რაც ნავთობისა და გაზის ფასების მნიშვნელოვან ზრდას იწვევს. ეს სცენარი, თუ გახანგრძლივდა, ინფლაციის ზრდას გამოიწვევს, რაც პოტენციურად აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მოთხოვნაზე“, - განაცხადა კომპანიამ.

რეგიონზე Pirelli-ს შემოსავლის დაახლოებით 1% მოდის.

ვრცლად interfax – ზე