მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის ყოველწლიური რეიტინგი გამოქვეყნდა.

CNN-ის ცნობით, პირველი ადგილი ლიმაში (პერუ) მდებარე რესტორან Maido-ს ერგო, სადაც შეფ-მზარეული მიცუჰარუ ცუმურა Nikkei-ს სამზარეულოს ავითარებს - რაც გულისხმობს იაპონური ტექნიკისა და პერუს პროდუქტების კომბინაციას.

მეორე ადგილი ესპანურ Asador Etxebarri-ს ერგო, ხოლო მესამე - მექსიკურ Quintonil-ს. ათეულში ასევე შედიან: Diverxo (მადრიდი), Alchemist (კოპენჰაგენი), Gaggan (ბანგკოკი), Sézanne (ტოკიო), Table by Bruno Verjus (პარიზი), Kjolle (ლიმა) და Don Julio (ბუენოს-აირესი).

წელს რეიტინგში 22 ქვეყნისა და 32 ქალაქის რესტორნები შედიოდნენ.