ბათუმში ყირგიზეთის საკონსულო იხსნება, - შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 2025 წლის 13 ივნისს გამოსცა.

„გაიცეს თანხმობა ქალაქ ბათუმში, საპატიო კონსულის მეთაურობით, ყირგიზეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების (საკონსულო ოლქით - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) გახსნის თაობაზე“, - წერია განკარგულებაში.