Omio-მ ევროპაში ციფრული მომთაბარეებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი შედგენილია ისეთი პარამეტრების გათვალისწინებით, როგორიცაა ცხოვრებისა და ქირის ღირებულება, ინტერნეტის სიჩქარე, უსაფრთხოების დონე და ვიზის ფასი.

რეიტინგში პირველი ადგილი რუმინეთმა დაიკავა - ქვეყანამ, რომელსაც ცხოვრებისა და ქირის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ღირებულება აქვს. მეორე ადგილზეა ალბანეთი, მესამეზე კი საქართველო.

Omio-ს ინფორმაციით, საქართველო ციფრულ მომთაბარეებს ყველაზე ხელმისაწვდომ ვიზას სთავაზობს - დაახლოებით 57 ევროს ღირებულების. ასევე ქვეყანაში უსაფრთხოების მაღალი დონეა, მაგრამ ინტერნეტის სიჩქარის თვალსაზრისით ჩამორჩება რეიტინგის სხვა მონაწილეებს.

Omio-ს მონაცემებით, ციფრული მომთაბარეებისთვის ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყნებია:

რუმინეთი
ალბანეთი
საქართველო
უნგრეთი
პორტუგალია
ხორვატია
ჩეხეთი
ესპანეთი
ლატვია
საბერძნეთი.