პერუს კონგრესმა ქვეყნის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პერუს კონგრესმა ქვეყნის პრეზიდენტის, ხოსე ხერის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა სკანდალის გამო, რომელიც ხერის ჩინელ ბიზნესმენებთან ფარულ შეხვედრებს უკავშირდება.

ხერის თანამდებობიდან გადაყენებას კონგრესმა მხარი 75 ხმით 24-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

ხოსე ხერი პერუს რიგით მესამე პრეზიდენტია, რომელიც კონგრესმა თანამდებობიდან გადააყენა.

კონსტიტუციის თანახმად, ახლა კონგრესმენები პერუს კონგრესის ახალ ლიდერს აირჩევენ, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობასაც დაიკავებს.

ცნობისთვის, ხოსე ხერიმ პერუს პრეზიდენტის თანამდებობა გასული წლის ოქტომბერში მას შემდეგ დაიკავა, რაც კონგრესმა ყოფილ პრეზიდენტს, დინა ბოლუარტეს ქვეყანაში ძალადობის ზრდის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე იმპიჩმენტი გამოუცხადა.

ipn.ge