რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (RFE/RL) წერს, რომ ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა წევრ ქვეყნებს გააცნო დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილია საკითხები თუ რა დათმობებზე უნდა წავიდეს რუსეთი უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში.
RFE/RL-ის ცნობით, დოკუმენტში ასევე მოთხოვნილია რუსული ჯარების გაყვანა მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველოდან. კერძოდ, ულტიმატუმი ეხება ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების აკრძალვასა და რუსი სამხედროების ყოფნას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში.
გამოცემა წერს, რომ რუსული ჯარები ათწლეულების განმავლობაში არიან განლაგებულნი რუსეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტულ რეგიონებში აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში, ისევე როგორც სომხეთსა და ბელარუსში არსებულ სამხედრო ბაზებზე.
ვრცლად: www.rferl.org/