ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა საქართველოსა და ინდონეზიის პორტების სანქცირებას ეწინააღმდეგება, - - ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი მზადაა, თუმცა მის მისაღებად ევროკავშირს 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭორდება.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ყულევის პორტის სანქცირებაზე უნგრეთმა და იტალიამ გამოთქვეს შეშფოთება, საბერძნეთი და მალტა კი ინდონეზიის პორტის სანქცირების მხარდაჭერისგან იკავებენ თავს. სააგენტოს წყაროებმა უთხრეს, რომ იტალიის წინააღმდეგობა ყულევის პორტის სანქცირებაზე აზერბაიჯანს უკავშირდება, რადგან იტალია აზერბაიჯანულ გაზსაც იღებს.
ევროკომისიამ სანქციების მე-20 პაკეტი თებერვლის დასაწყისში წარადგინა და მისი მიზანია რუსეთს ნავთობიდან შემოსავლები კიდევ უფრო შეუმცირდეს.