MarketWatch-ის ცნობით, Oracle-ის ათასობით თანამშრომელმა სამშაბათს, დილის 6 საათზე, კომპანიისგან წერილი მიიღო, რომელშიც მათ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობეს.
„Oracle–ის ხელმძღვანელობის“ ხელმოწერით გაგზავნილ წერილში თანამშრომლებს აცნობეს, რომ მათი პოზიციები გაუქმდა. მენეჯერებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მხრიდან არანაირი გაფრთხილება არ გაკეთებულა. რამდენიმე საათში მათ კორპორატიულ სისტემებზე, მათ შორის ელექტრონულ ფოსტასა და შიდა ფაილებზე, წვდომა შეუწყდათ.
„თქვენს პოზიციასთან დაკავშირებით რამდენიმე რთული ამბავი გვაქვს გასაზიარებელი. Oracle-ის მიმდინარე ბიზნესსაჭიროებების საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, უფრო ფართო ორგანიზაციული ცვლილების ფარგლებში, გადავწყვიტეთ თქვენი თანამდებობის გაუქმება. ამიტომ, დღეს თქვენი ბოლო სამუშაო დღეა“, - ეწერა წერილებში.