Bloomberg-ის ცნობით, ფრანგული ფუფუნების საგნების ჯგუფის Louis Vuitton Moët Hennessy-ის (LVMH) აქციების ფასი რეკორდულად დაეცა.

როგორც გამოცემა წერს, ჯგუფისთვის ისტორიაში ყველაზე ცუდი კვარტალის მიზეზი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შედეგებია.

სააგენტოს ანალიზის თანახმად, კონგლომერატის აქციები პირველ კვარტალში 28%-ით დაეცა, რაც 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის, 2020 წლის Covid-19 პანდემიის და 2001 წლის dot-com კრახზე უარესია.

LVMH-ის აქციების ფასის ვარდნის შედეგად, აღმასრულებელი დირექტორის ბერნარ არნოს წმინდა ქონება პირველ კვარტალში 55.4 მილიარდი დოლარით შემცირდა.