2026 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა დღეში 1.38 მილიონი ბარელით გაიზრდება და 106.53 მილიონ ბარელს მიაღწევს, – ამის შესახებ OPEC-ის ყოველთვიურ ანგარიშშია ნათქვამი. ალიანსის ანალიტიკოსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი შეფასება, რომელიც პირველად 2025 წლის აგვისტოში გაჟღერდა.

OPEC-ის მიერ 2025-2027 წლების მოთხოვნის პროგნოზის შეფასებები უცვლელი დარჩა უახლეს ანგარიშში: 105.15 მილიონი ბარელი დღეში 2025 წელს, 106.53 მილიონი ბარელი დღეში 2026 წელს და 107.87 მილიონი ბარელი დღეში 2027 წელს. ამგვარად, მომავალი წლის მოთხოვნის ზრდის შეფასება დღეში 1.34 მილიონ ბარელზეა შენარჩუნებული.

ვრცლად interfax – ზე